მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში დაკავებული ყოფილი პოლიციელი საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს

თელავში, სოფელ ვარდისუბანში, საქონლის ბაზართან ახლოს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს დაკავებული ყოფილი პოლიციელი დავით ლეგაშვილი საპატიმროს მას შემდეგ დატოვებს, როდესაც 2000 ლარის ოდენობით გირაოს გადაიხდის.

კონფლიქტის შედეგად დაკავებული ლეგაშვილის საქმეზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. მოსამართლე ზვიად შავაძემ, დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

თანხის სრულად გადახდამდე დავით ლეგაშვილი პატიმრობაში დარჩება.

ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ერთმანეთს ვარდისუბანსა და ყარაჯალაში მცხოვრები ქართველი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი ათამდე ადამიანი გაუსწორდა. მხარეები ამბობდნენ, რომ ჩხუბის დროს იარაღიც ისროლეს, რომელიც ლეგაშვილს ეკუთვნოდა. მსუბუქად დაიჭრა ერთი პირი. ამ ინციდენტის დროს დააკავეს ყოფილი პოლიციელი დავით ლეგაშვილი, რომელსაც სამშენებლო აგურის წარმოება აქვს. დაპირისპირება კი აგურის საწარმოს ტერიტორიაზე ყარაჯალაში მცხოვრები რამდენიმე პირის საქონლის შესვლამ გამოიწვია. ვარდისუბნის მოსახლეობის ნაწილი დაკავებული პოლიციელის გათავისუფლებას ითხოვდა. მათ აქციაც გამართეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button