მნიშვნელოვანისაქართველო

“4 მილიონი პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა” – ზაზა ოქუაშვილი

“ალკაპონეების კრიმინალური ბანდა”, – ასე მოიხსენებს ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი.

ზაზა ოქუაშვილი “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის, უჩა მამაცაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ არა ერთი მტკიცებულება აქვს. მათ შორის არის ფოტო და აუდიო მასალები.

ბიზნესმენი ირწმუნება, რომ “ქართულმა ოცნებამ “სამართლიანობის აღდგენის” ნაცვლად ბიზნეს სფეროზე რეკეტი გააძლიერა, რაშიც ივანიშვილი ყოფილ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მოქმედ მინისტრს აქტიურად იყენებს.

ოქუაშვილი ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ მან სამართლიანობის აღდგენის მიზნით, მთავარ პროკურატურას მიმართა, თუმცა მისი საქმიანობის სუსტი მხარეები მაშინდელმა ბიზნესომბუდსმენმა და ყოფილმა პროკურორმა ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ გამოიყენეს.

ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ივანიშვილი ფარცხალაძისა და გახარიას დახმარებით მას ბიზნესის შენარჩუნების ხარჯზე 4 მილიონ დოლარს სთხოვდა.

ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებასაც სთხოვდა.

ოქუაშვილის მიერ დასახელებულ პირებს ბრალდებეზე განმარტება ჯერ არ გაუკეთაბიათ.

მოუსმინეთ ზაზა ოქუაშვილის ხმას ►

მსგავსი პოსტები

Back to top button