Hereti FM

ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულ მაია ოთინაშვილს ორთვიანი პატიმრობა მიესაჯა

564
Share Button

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულ 37 წლის მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა.

“ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, დაკავებული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა. ლენინგორის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა“, – აცხადებენ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.

სოფელ ხურვალეთთან 37 წლის მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ყველა ბერკეტი უკვე ამოქმედებულია იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს გატაცებული ქალი. მაია ოთინაშვილი ე. წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან გაიტაცეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი