Hereti FM

ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქციები იწყება

405
Share Button

ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადმოტანის გამო ქალაქში საპროტესტო მოძრაობა იწყება.

ქალაქში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მესხიშვილის თეატრის ადმინისტრაციამ ერთობლივი აქციები დააანონსეს. პარალელურად, ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით, მშრალ შიმშილობას იწყებს მსოფლიო ჩემპიონი სამბოში ბესო მიქელთაძე.

სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნების შემთხვევაში, ქუთაისი განვითარების პერსპექტივას დაკარგავს. სამოქალაქო სექტორი პირველ აქციას დღეს პარლამენტის შენობასთან სესიის მიმდინარეობის პარალელურად გამართავს.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, საქართველოს პარლამენტის დაფინანსება 2.6 მილიონი ლარით იზრდება და 64.736 მილიონი ლარი ხდება. ცვლილება სახელფასო ხარჯის გაზრდას უკავშირდება. თუ 2018 წელს სახელფასო ხარჯი 29.518 მილიონ ლარს შეადგენს, 2019 წელს 31.224 მილიონ ლარამდე იზრდება.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტით არ არის გათვალისწინებული მომუშავეთა რიცხოვნობის ცვლილება. შეგახსენებთ, პირველი იანვრიდან საქართველოს პარლამენტი მუშაობას სრულად თბილისში გააგრძელებს. ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად საბიუჯეტო თანხების ეკონომია დასახელდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი