Hereti FM

ბაზალეთში დევნილთა საერთო საცხოვრებელში აფეთქება მოხდა

315
Share Button

დუშეთის რაიონში, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ, დევნილთა დასახლებაში აფეთქება მოხდა. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი.

ტბის მიმდებარედ, დევნილთა დასახლებაში აფეთქების ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

თვითმხილველთა ნაწილის განცხადებით, დაშავებულები ნანგრევებიდან თავად გამოიყვანეს.

ამასთან, მათივე თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობის ნანგრევებმა ადგილობრივი მცხოვრებლების ავტომობილებიც დააზიანა.

წინასწარი ინფორმაციით, მეშვიდე სართულზე ყველა სახლი დაზიანებულია.

აღნიშნულ კორპუსში ლიახვის ხეობიდან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დევნილი ოჯახახები ცხოვრობენ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი