მნიშვნელოვანი

“იმდენს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ” – ლევან ყიფიანი დაკითხვაზე მივიდა

სპორტის ყოფილი მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოშია.

ლევან ყიფიანი “ომეგა ჯგუფის” საქმესთან და მედიაში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენებას მოსამართლეს მისცემს.

“ყველაფერს მოგახსენებთ ჩვენების მიცემის შემდეგ. იმდენს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ!” – განაცხადა სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

ლევან ყიფიანი სასამართლოში ადვოკატთან ერთად მივიდა. ის პროკურატურაში გამოკითხვაზე გუშინაც იყო დაბარებული, თუმცა მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button