Hereti FM

ივანიშვილის ძმამ და კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილს 95 000 ლარი გადაურიცხეს

319
Share Button

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილს 45 000 ლარი, კახა კალაძემ კი პირველ ოქტომბერს 50 000 ლარი შესწირეს.

ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ კიდევ რამდენიმე ათეული მსხვილი შემოწირულებაა განხორციელებული.

სექტემბერში სალომე ზურაბიშვილმა შემოწირულების სახით 332, ათას ლარზე მეტი მიიღო. აღსანიშნავია, რომ 84-მა შემომწირველმა პრეზიდენტობის კანდიდატს 30-30 თეთრი გადაურიცხა.

ამასთან,ცნობილი გახდა, რომ შემოწირულობებთან დაკავშირებით 10 პირი აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული.

უწყებაში კონკრეტულ შემომწირველებს არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საუბარია შემოწირულობებით ლიდერ რამდენიმე პარტიაზე, რომლებსაც სულ 10-მა ადამიანმა ჯამში 78 000 ლარი შესწირა. აუდიტორებმა ამ თანხის წარმომავლობა საეჭვოდ ჩათვალეს, რადგან ის შესაბამისობაში არ მოდის შემომწირველების შემოსავლებთან.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი