Hereti FM

“ომეგა ჯგუფის” ადვოკატი: მაქვს მოლოდინი, რომ ეს დასკვნა თავს შეირცხვენს

380
Share Button

„მაქვს მოლოდინი, რომ ეს დასკვნა თავს შეირცხვენს,“- ასე გამოეხმაურა „ომეგა ჯგუფის“ ადვოკატი გიორგი ფანცულაია აუდიოჩანაწერების ნაწილთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩანაწერებში არის წყვეტა და არათანმიმდევრულობა.

ადვოკატი თქმით, აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელიც “ომეგა ჯგუფის” წილებისა და თამბაქოს ბიზნესის გადანაწილების შესახებ ზაზა ოქუაშვილსა და სპორტის ყოფილ მინისტრს შორის საუბარს ასახავს, ევროპიდან ელოდებიან ექსპერტიზის პასუხებს.

ფანცულაიას განმარტებით, ჩანაწერში წყვეტა განპირობებულია იმით, რომ ის ხანგრძლივი იყო და ამოკრებილია მნიშვნელოვანი დეტალები. ადვოკატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წინადადებებში წყვეტა არ არის.

“ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი არ არის ავთენტური და დამზადებულია მონტაჟის გზით”, -დასკვნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დადო, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, აუდიოჩანაწერებზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. და ,დასკვნის თანახმად, ყველა სადავო ფონოგრამებზე აღინიშნება ფონური ხმაურის სიტუაციურად შეუსაბამო ცვლილებები.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი