Hereti FM

“ოთარ ფარცხალაძე გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს” – ადვოკატი

356
Share Button

ბოლო პერიოდის ხმაურიანი საქმეების ფიგურანტი დუმილის დარღვევას აპირებს.

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს და მზად არის დაკითხვაზე მივიდეს. ამის შესახებ განცახადება, მისმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა გაავრცელა. ამ განცხადების მიხედვით, ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ “ომეგა ჯგუფის” საქმესთან შეხება არ ჰქონია.

“ყველაფერი ის, რაც ბოლო პერიოდში მოისმინა საზოგადოებამ ფარსი და დადგმული სპექტაკლი რომ გახლავთ, ეს დადასტურდა კიდევაც, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში ჩატარებული საექსპერტო კვლევებით, რომლებმაც ნათლად და მკაფიოდ გასცეს პასუხი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს. თუმცა, ბატონ ოთარ ფარცხალაძეს სურს საზოგადოების წინაშე დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, კერძოდ, ის ემიჯნება მიმდინარე მოვლენებს, მას არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ბატონ ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, ის მზად არის უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს, მათ შორის მის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ლეგალურად აწარმოებს და საზოგადოებისათვის რაიმე დასამალი არ აქვს”, – განაცხადა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.

ამ თემაზე:👇

“4 მილიონი პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა” – ზაზა ოქუაშვილი

“ომეგა ჯგუფის” საქმეზე ახალი ფარული ჩანაწერი გავრცელდა

“ომეგა ჯგუფის საქმეზე აუდიოჩანაწერები დამონტაჟებულია” – პროკურატურა

“ოქუაშვილი თავის ყოფილ ჯალათს სააკაშვილს შეეკრა და ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას” – კალაძე

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი