მნიშვნელოვანისაქართველო

ზაზა სარალიძეს და მაჩალიკაშვილს კარვის გაშლის უფლება არ მისცეს

ხმაური იყო თბილისში, პარლამენტის წინ შვილმკვდარი მამების აქციაზე .

რუსთაველის გამზირზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ბანერების საშუალებით კარვის კონსტრუქციის გაშლის უფლება არ მისცეს.

აქციის მონაწილეები პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ და ტერიტორიაზე ბანერების განთავსებას ითხოვენ.

ზაზა სარალიძის თქმით, მათ სურდათ, რომ არა კარავი, არამედ კარვის მსგავსი მოწყობილობა დაედგათ, რადგან სიცივის გამო ღამის ღია ცის ქვეშ გათენება უჭირთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button