მნიშვნელოვანისაქართველო

“ფარული აუდიოჩანაწერი შანტაჟის გზითაა გავრცელებული” – მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც 14 ოქტომბერს გადაიცა „რუსთავი 2“-ის ეთერით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის დაშანტაჟების შედეგად გავრცელდა.

პროკურატურის განცხადებით, „აუდიოჩანაწერზე, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო 12 ოქტომბერს, ვიდრე ჩანაწერი ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გადაიცემოდა. გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.“

მთავარი პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს გამოძიების პროცესში მოპოვებულ ყველა აუდიოჩანაწერს, თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ინტენსიურად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

პროკურორის კოკა კაციტაძის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button