Hereti FM

პრეზიდენტი მთავრობას მიმართავს საგანგებო სხდომა მოიწვიოს

333
Share Button

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მთავრობის საგანგებო სხდომის გამართვის მოთხოვნით მიმართავს.

განცხადება პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გიორგი მარგველაშვილი გეგმავს მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირების, ასევე მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხით წარდგეს.

პრეზიდენტმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება მისულია იმ დონემდე, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების, თავისუფლების და საკუთრების სახელმწიფოს მიერ ეფექტურ დაცვას.

“მე პოლიტიკური ქულები არ მაქვს დასაწერი და არც კენჭს ვიყრი, არც კამპანიაში ვმონაწილეობ, ამიტომ ვაცხადებ, ჩვენ გვჭირდება ვითარების ადეკვატური შეფასება და ადეკვატური ზომების განხორციელება. არაადეკვატური ღიმილი ან სიცილი ამ ვითარებას უკეთესობისკენ არ შეცვლის. არაადეკვატური ღიმილის ფონზე არსებული არჩევნები ვერ გახდება ქართული დემოკრატიის გარღმავების შემდგომი ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით. ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას, მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, უახლოეს დღეებში მოიწვიოს მთავრობის სხდომა, სადაც მე სწორედ ამ საკითხების ანალიზის საკითხით გავმართავ მათთან შეხვედრას,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი