Hereti FM

სომხეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა, პრეზიდენტმა კი მთავრობა დაითხოვა

552
Share Button

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა. ის იმედოვნებს, რომ ამ გზით შეიქმნა ფორმალური მიზეზი ქვეყნის პარლამენტის დასათხოვად.

ამის შესახებ მან სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თანამდებობა დატოვა იმიტომ, რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.

ფაშინიანის განცხადებით, არჩევნებამდე მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს.

ამის შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას მინისტრთა კაბინეტის დათხოვნის შესახებ.

სომხეთის კონსტიტუციით, მთავრობის გადადგომის შემდეგ საპარლამენტო ფრაქციებს აქვთ ერთკვირიანი ვადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარსადგენად.

პრემიერ-მინისტრის ასარჩევად აუცილებელია პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა. თუ პირველ ჯერზე პარლამენტი პრემიერს ვერ აირჩევს, შვიდ დღეში უნდა ჩატარდეს ხელახალი კენჭისყრა და მასში მონაწილეობის უფლება აქვთ დეპუტატების სულ მცირე მესამედის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. თუ პრემიერ-მინისტრს ვერც ხელახალი კენჭისყრით აირჩევენ, პარლამენტის შემადგენლობა დაშლილად ცხადდება და ვადამდელი არჩევნები ინიშნება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი