მნიშვნელოვანისაქართველო

“პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გახსნილია” – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, გახსნეს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე.

პროკურატურა 2007 წლით დათარიღებულ ორ ჩანაწერს ასაჯაროებს. როგორც საგამოძიებო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, მკვლელობა შეკვეთილი იყო, ის უნდა შეესრულებინა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს, პროკურატურის მტკიცებით, მკვლელობა მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო “სანქცირებული.”

ჩანაწერი, რომელსაც პროკურატურა ასაჯაროებს, გიორგი დგებუაძისა და ლევან ქარდავას საუბრით, იწყება. პროკურატურის ვერსიით, ამ ჩანაწერში კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ბადრი პატარკაციშვილის დაცვის უფროსის გადმობირებას ცდილობენ.

საუაბარში ასევე მონაწილეობს რევაზ შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი.

დგებუაძე ამბობს, რომ პირი, რომელთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს, ფულს არ აიღებს, ამიტომ მას თანამდებობას სთავაზობენ, რაც დათა ახალაიასთან არის შეთანხმებული.

ჩანაწერებში საუბარია ბარმენებისა და მზარეულების სიაზე. საუბარია, რომ ვინმეს გადმოსაბირებლად ერთი თვე აქვთ. ასევე განიხილება პატარკაციშვილთან ვინც რეკავს, მათი ტელეფონების მოსმენაზე ჩართვაც.

ჩანაწერში ისმის ფრაზა – “საბოლოო მიზანი ამ კაცის ლიკვიდაციაა.“

მსგავსი პოსტები

Back to top button