მნიშვნელოვანირეგიონი

სიღნაღის მერია გალავნის უნებართვო რეაბილიტაციისთვის ჯარიმას აღარ გადაიხდის

სიღნაღის ისტორიულ გალავანზე თვითნებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა და სიღნაღის მერია უდანაშაულოდ ცნო.

მოსამართლემ მერიის ნაწილში წარმოება შეწყვიტა და ჯარიმის სახით 12 000 ლარის გადახდა მხოლოდ კომპანია “ინსტალ+”-ს დააკისრა, რომელიც გალავნის თაღზე და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა.

ერეკლე მეფის დროინდელი გალავნის ნა წილი 10 ოქტომბერს კომპანია “ინსტალ +”-ის მუშებმა შეღებეს, რის გამოც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ და სამუშაოები შეაჩერეს.

სიღნაღის მერიას ისტორიული გალავნის რეაბილიტაციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული არ ჰქონდა, რის გამოც სააგენტომ სიღნაღის მერია და კომპანია “ინსტალ +” 12-12 ათასი ლარით დააჯარიმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button