Hereti FM

როგორ მიმდინარეობს არჩევნები კახეთში

156
Share Button

კახეთში 304 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.

რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში 309 საარჩევნო უბანი მუშობს. 309 უბნიდან 64 მარტივად ადაპტირებულია, ხოლო 45 მათგანი პანდუსიანია. ამ დროისთვის დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები ამბობენ, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არცერთ უბანზე საჩივარი არ არ დაწერილა.

საარჩევნ უბნებთან იმყოფებიან კანდიდატების წარმომადგენლები ე. წ. აგიტატორები, რომლებიც არჩევებზე მიმსვლელებს აფიქსირებენ. მათ სპეციალური სიები აქვთ და აღრიცხავენ ვინ მივიდა არჩევნებზე. გარდა ამისა, რამდენიმე შემთხვევაში საარჩევნო უბნის ღობეებზე დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სარჩევნო ნომერია გამოკრული, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს არ არის დარღვევა. კანდიდატის აგიტაცია აკრძალულია უშუალოდ დაარჩევნო უბნებზე.

თუმცა, აღსანიშნავია, წუხანდელი ამბავი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში მცხოვრებმა ნუნუ ჯორჯაძე გვითრა, რომ გვიან საღამოს პარტია „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ნანა ლომიძე და ია ჯოხაძე მასთან სახლში მივიდნენ და მოსთხოვეს, რომ „ მისი ოჯახის წევრებმა ხმა სალომე ზურაბიშვილსთვის მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ მათი შვილი ჯარში კონტრაქტით მსახურობს და პრობლემა არ შეექმნათ“.

კიდევ ერთი ამომრჩეველი ვინც ზეწოლაზე საუბრობს თედო ხაჩიაშვილია. ისიც სოფელ ცოდნისკარში ცხოვრობს. ხაჩიაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების კოორდინატორები დაემუქრნენ, თუ ხმას არ მისცემს სალომე ზურაბიშვილს, მის შვილებს სამსახურში პრობლემები შეექმნებათ”. ხაჩიაშვილი გვეუბნება, რომ მისი ორი შვილი ნამდვილად ქართულ ჯარში, კონტრაქტით მსახურობს. ერთ-ერთი მათგანი კი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა.

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ ოფისშია განთასებული. შტაბის წარმომადგენელი გიორგი ღამბაშიძე ამბობს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი