Hereti FM

ჟურნალისტისთვის ხელის შეშლა კაბალის 19-ე უბანზე

156
Share Button

რადიო “ჰერეთის” წარმომადგენელს, დავით ჭაბაშვილს ლაგოდეხის 15-ე ოლქის, კაბალის 19-ე უბანზე, საარჩევნო ადმინისტრაციის კომისიის წევრმა მახად სოფიევი ვიდეოგადაღების აპარატურა მოპარა და დაუმალა.

დავით ჭაბაშვილის თქმით, რამდენიმე წუთით სარჩევნო უბანი დატოვა, უკან დაბრუნებულს კი ვიდეოკამერა ადგილზე აღარ დახვდა.

კამერა ჭაბაშვილს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნეს, რაც ჟურნალისტმა თქვა რომ მომხდარს პოლიციაში განაცხადებდა.

კაბალის 19-ე საარჩევნო უბნის ადმინისტრაცია არ აკეთებს განმარტებას, რატომ მოპარეს და დაუმალეს ჟურნალისტს ვიდეოგადაღების აპარატურა.

დავით ჭაბაშვილის ხმა ►

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი