მნიშვნელოვანირეგიონი

ახმეტაში საოლქო კომისიის თავმჯდომარე ჯერ გადადგა, შემდეგ კი თანამდებობაზე დაბრუნდა

საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეორე დღეს, ახმეტაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯოდმარე მინდია იუკურიძემ განაცხადა, რომ თანამდებობა დატოვა.

ოპოზიციურ პარტიებში დარწმუნებით ამბობდნენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელს სამსახურიდან წასვლა აიძულეს, რადგან მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ახმეტაში ამომრჩეველთა უფრო ნაკლები ხმები მიიღო, ვიდრე ოპოზიციის კანდიდატმა.

თუმცა მას შემდეგ რაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯოდმარის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ასეთი შეფასებები მოჰყვა, მინდია იუკურიძემ თქვა, რომ თანადებობა არ დაუტოვებია და მუშაობას აგრძელებს.

რა მოხდა ახმეტაში და რა განმარტებას აკეთებს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმღვანელი?

მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►

მსგავსი პოსტები

Back to top button