Hereti FM

ოპოზიცია ახალქალაქის ინციდენტის დროულ გამოძიებას ითოხვს

69
Share Button

ოპოზიციური პარტიები ახალქალაქშ მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითოხვენ.

“ევროპულ საქართველოში” ამბობენ, რომ ახალქალაქში მომხდარი ინციდენტი დამარცხებული და სუსტი ხელისუფლების ქმედებაა დაროგორც ჩანს ხელისუფლება აგონიაშია.
მმართველი გუნდის წევრები კი ამბობენ, რომ ახალქალაქში ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას. თავდასხმა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრებზე ახალქალაქში 30 ოქტომბერს მოხდა. ოპოზიციის წევრებს 20 კაციანი დაჯგუფება გაუსწორდა.

თავდასხმიდან უკვე 24 საათი გავიდა, გამოძიებას კი ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

“ევროპული საქართელოდან” სერგი კაპანაძის და სერგო რატიანის, “ქართული ოცნებიდან” თამარ ჩუგოშვილის და ლევან კობერიძის ხმა ►

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ენზელ მკოიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. ვაშაძის თქმით, პროკურატურამ მკოიანის წინააღმდეგ საქმე უნდა აღძრას. რაც ეხება პლაკატების ჩამოხევის ფაქტს, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ეს მათთვისაც მიუღებელია და ოლქის წარმომადგენლებს შესაბამისი გაფრთხილება უკვე მისცეს. დღესვე გიორგი ვაშაძემ არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნაც დააანონსა.

გიორგი ვაშაძის ხმა ►

ახალქალაქშ მომხდარინციდენტზე დღეს განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმაც ►

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ახალქალაქში მომხდარი ინციდენტის მსგავსი ფაქტები აბრკოლებს საარჩევნო პროცესის თავისუფალ და მშვიდ გარემოში წარმართვას. ნინო ლომჯარია აუცილებლად მიიჩნევს დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დროულად იდენტიფიცირებას და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესში შეფასდეს სავარაუდო პოლიტიკური მოტივის არსებობა და საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი