Hereti FM

კახეთში სათემო ლიდერთა ფორუმი მიმდინარეობს

92
Share Button

კახეთში, სასტუმროში “ლოპოტაში” საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, სათემო ლიდერთა ფორუმი მიმდინარეობს.

როგორც რადიო “ჰერეთს” თემის განვითარების კოორდინატორმა ნინო ვასაძემ უთხრა, მათი მიზანია, საქარართველოს მასშტაბით არსებული სათემო ორგანიზაციების ლიდერებს შორის დისკუსიის გამართვა, მათ შორის გამოცდილებისა და ხედვების გაზიარება დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

ფორუმის ფარგლებში გამოვლინდება 2017-18 წლებში განხორციელებული საუკეთესო სათემო პროექტის ავტორი, რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მისი თემის განვითარებაში.

ამჟამად საქართელოს მასშტაბით 150-მდე სათემო ორგანიზაციაა, რომლებიც ადგილებზე ყველაზე მნიშნელოვანი პრობლემების მოგვარებაში იღებენ მონაწილეობას.

სათემო ორგანიზაციების ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს, ქალების გააქტიურება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართვა.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, თემის განვითარების კოორდინატორის ნინო ვასაძის ხმა ►

 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი