Hereti FM

1 $-ის ღირებულება 2 ლარი 75თეთრი გახდა

63
Share Button

1 დოლარის ოფიციალური ღირებულება ორ ლარსა და 75 თეთრზე მეტია, ევრო კი თითქმის 3 ლარი და 14 თეთრია.

ლარის კურსის ვარდნის მთავარ მიზეზად ეკონომიკური ექსპერტები ბიუჯეტის არასწორ მართვასა და მის არამიზნობრივ ხარჯვას ასახელებენ.

სპეციალისტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ მძიმე ვითარების გამო ხელისუფლებას ეკონომიკური ჩიხიდან გამოყვანის გეგმა არ გააჩნია და მმართველ გუნდს რეკომენდაციებით მიმართავენ.

“პირველი მიზეზი არის, ის რომ ხელისუფლება კვლავ არათანაბრად ხარჯავს ბიუჯეტს და ეს გარდაუვალი იყო, რადგანაც არასწორად დაგეგმეს და ჩვენ ვხედავთ, რომ რამოდენიმე ასეული მილიონი აქვთ დასახარჯი უკანასკნელი თვეების მანძილზე. მეორე მიზეზი ეს არის ის მოლოდინები, რაც იქმნება ქვეყანაში ზოგადად, პანიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია თავი გაართვას იმ გამოწვევებს რა გამოწვევებიც არის და შესაბამისად მათ შორის ინვესტორები და უბრალო მოქალაქეებიც ამ ყველაფერს ხედავენ. გამოსავალი ეს არის ცოტა გრძელვადიანი, რაც გულისხმობს იმას, რომ მთლიანად უნდა შეიცვალოს ეკონომიკური პოლიტიკა,”- თქვა ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი