მნიშვნელოვანისაქართველო

11 წელი 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენებიდან – შეფასებები

დღეს 7 ნოემბერია. 11 წლის წინ სწორედ ამ დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქციები სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის, ხელკეტების, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

დღის ბოლოს კი, სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია “იმედში” შეიჭრა და დაარბია, რაც საბოლოოდ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა.

კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.

გრიგოლ ვაშაძე 11 წლის წინანადელ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს რომ 7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისათვის – გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ არავითარი კავშირი არ ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებასთან, მაგრამ სრულად იზიარებს ამ დღით გამოწვეულ პასუხისმგებლობას და საკუთარ პრობლემადაც მიიჩნევს. “ხელისუფლება ყოველთვის უნდა იყოს გამაერთიანებელი და პატივს სცემდეს ყველა მოქალაქის პოზიციას, მიუხედავად მათი პოლიტიკური ხედვებისა და სიმპათიებისა. არ შეიძლება, ყველაფერი, რაც დაშვებულია, გამოიყენო. კიდევ უფრო მძიმეა ტელეკომპანია იმედში შესვლის და მაუწყებლობის შეწყვეტის შემთხვევა. ამას გამართლება ვერ ექნება და არც აქვს,” – წერს გრიგოლ ვაშაძე.

ამავე განცხადებაში ოპოზციის საპრეზიდენტო კანდიდატი დღევანდელ ვითარებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ “ივანიშვილი არათუ იმეორებს თერთმეტი წლის წინანდელ შეცდომებს, არამედ მტრებად აცხადებს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს, ვინც მხარი ოპოზიციას დაუჭირა.

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე 11 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ სწორედ 7 ნოემბერი გახდა წინა ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი. მისი თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია არასოდეს დაუშვას ავტორიკრატული რეჟიმის მმართველობა და საზოგადოების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა.

მსგავსი პოსტები

Back to top button