Hereti FM

“სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც დასაქმდებიან, დახმარება აღარ შეუწყდებათ”

71
Share Button

საქართველოს პრემიერმინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალ ინიციატივაზე ილაპარაკა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა ცვლის სოციალური დახმარების სისტემას და იმ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებიც მუშაობს დაიწყებენ, სოციალური დახმარება აღარ შეუწყდებათ.

“არსებული სოციალური დახმარების გაცემის სისტემა გარკვეულწილად ახალისებდა უმუშევრობას. შესაბამისად, ჩვენ ამ კუთხით შევიმუშავეთ ახალი სისტემა და ყველა მოქალაქე, რომელიც დღეს იღებს სოციალურ დახმარებას, თუკი დასაქმდებიან და მიიღებენ ოფიციალურ შემოსავალს, მათ არ შეუწყდებათ სოციალური დახმარების მიღება. ისინი ერთი წლის განმავლობაში შეძლებენ ფულადი დახმარების მიღებას. ხოლო, რაც მეორე წელს, მათ უკვე შეუნარჩუნდებათ, არა ფულადი, არამედ სხვადასხვა ტიპის ვაუჩერეს, სამედიცინო დაზღვევას და სხვა”, – განაცხადა ბახტაძემ.

აქამდე მოქმედი რეგულაციით, ადამიანი რომელიც იღებდა სოციალურ დახმარებას და დაიწყებდა მუშაობას, შესაბამისად გაუჩნდებოდა შემოსავალი, ამას პროგრამა ავტომატურად აფიქსირებდა, რაც სოციალური დახმარების შეწყვეტის საფუძველი ხდებოდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი