Hereti FM

“გაბრაზებული ბათუმელები” – აჭარაში საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა

36
Share Button

ბათუმში მოძრაობა “გაბრაზებული ბათუმელები” დაარსდა. ყოფილი პარლამენტარები და რიგითი ბათუმელები დღეს მოძრაობის პრეზენტაციაზე შეიკრიბნენ.

ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებაზე და „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებულები არიან, თუმცა ამჯერად სწორედ იმ ხელისუფლების მხარდაჭერას აპირებენ, რომლის მიმართაც ბევრი პრეტენზია აქვთ, რადგან ქვეყანა საფრთხის წინაშე დადგა.

მოძრაობა „გაბრაზებული ბათუმელების” წევრები მასშტაბურ შეხვედრას 18 ნოემბრისთვის გეგმავენ. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ხელისუფლებას, თუმცა ამბობენ, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ისინი კონკრეტულ მოთხოვნებს დაუყენებენ და მათ შესრულებას მოსთხოვენ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი