Hereti FM

აშშ ატოცში რუსეთის მიერ წარმოებულ ბორდერიზაციას გმობს

70
Share Button

ამერიკის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის “ბორდერიზაციას” სოფელ ატოცთან.

“მესერის გავლება საარსებო წყაროს ართმევს ადამიანებს და უზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია”, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სოფელ ატოცში რუსმა ოკუპანტებმა ახალი მავთულხლართების გავლება 7 -ი ნოემბრიდან დაიწყეს.

მოსახლეობის კუთვნილი დამუშავებული მიწა მიტაცებულია, 30 ჰექტარი საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი