მოზაიკა

ელექტრო ავტობუსები – 12 დიდი ქალაქის სამომავლო პროექტი

ავტობუსები ერთ-ერთი ფართო მოხმარების ტრანსპორტია, გამომდინარე ავტობუსის მასიურობიდან, ძირითადად ბენზინის და დიზელის ძრავით არის აღჭურვილი, რაც რა თქმა უნდა ქალაქის ეკოსისტემისთვის ნამდვილად არ არის კარგი.
ევროპაში უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა (მათ შორის თბილისშიც) ბუნებრივ აირზე მომუშავე Euro6 ის სტანდარტის ავტობუსები რომელიც შედარებით ეკომეგობრულია.

მაგრამ, ლონდონის, პარიზის, ლოს ანჯელესის, კოპენჰაგენის, ბარსელონას, ქუიტოს, ვანკუვერის, მექსიკოს, მილანის, სიეტლის ოკლენდისა და კეიპის მერებმა, გადაწყვიტეს მოაწერონ ხელი შეთანხმებას, რომ 2025 წლისთვის ჩამოთვლილ ქალაქებში მხოლოდ სრულად ელექტრო ავტობუსები იმოძრავებენ.

ლონდონის მერმა, სადიქ ხანმა განაცხადა: “ბედნიერი ვარ რომ ამ ინიციატივის თანამონაწილე ვარ, ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ დაბინძურებული ჰაერის წინააღმდეგ და მოვუფრთხილდებით მოქალაქეების ჯანმრთელობას”

პირველი ფართომასშტაბიანი განახლება დაიწყო კალიფორნიაში, 2011 წელს როდესაც უკანასკნელი დიზელზე მომუშავე ავტობუსი წარსულს ჩააბარეს და შეუკვეთეს ახალი 95 ერთეული ელექტრო ავტობუსი.

ჯერ-ჯერობით ელექტრო ავტობუსები შერეულად მოძრაობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ჩვენდა საამაყოდ ბათუმშიც გამოჩნდნენ ელექტრო ავტობუსები.

მსგავსი პოსტები

Back to top button