მოზაიკამსოფლიოსპორტი

პატარიძე და წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ

3 ნომბერს, ბუქარესტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ზვიად პატარიძემ (130 კგ) და ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.

პატარიძე გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ ოსმან ილდირიმთან 5 ქულით მარცხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ 6:5 გაიმარჯვა. ზვიადმა ფინალამდე რუსეთის წარმომადგენელს ნოჰჩო ლაბაზანოვს და ფინელ იოჰანეს მაენპაეას სძლია. ის მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

წურწუმიამ ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ვიტალი კაბალოევს 3:2 სძლია. იქამდე მან სომეხი ნორაირ აკოფიანი, ბულგარელი ნედიალკო პეტროვი და ყირგიზი ბალბაი დორდოკოვი დაამარცხა.

ბაკურ გოგოლი (77) რეპეშაჟში რუს ისმაილ საიდხასანოვთან 1:6
დამარცხდა.

გელა ბოლქვაძემ (82 კგ) ჩინელი ჰაიტაო ქიანი, ბელარუსი მიკიტა კლიმოვიჩი და იაპონელი ცურუდა დაამარცხა და ფინალში გავიდა.

რამაზ ზოიძემ (72 კგ) ირანელ ალი რეიზოლა არსალანს, უზბეკ არამ ვარდანიანსა, რუსეთის წარმომადგენელ ნარეკ ოგანიანს და ყაზახ კისიმეტოვს სძლია და ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

გიორგი მელიამ (97 კგ) ყაზახ ოლჟას სირლიბაის, ლიტველ რომას ფრიდრიკასს, გერმანელ იან ზირნის მოუგო, ნახევარფინალი კი რუს ალეკსანდრ გოლოვინთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

დათო ჩხარტიშვილმა იტალიელ ჯაკოპო სანდრონს და ლიეტუველ იუსტას პეტრავიჩიუსს სძლია, აზერბაიჯანელ მურად მამადოვთან კი დამარცხდა და რეპეშაჟში იჭიდავებს.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 58 ქულით პირველ ადგილზეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button