მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძარს 58 ადამიანი ემსხვერპლა

58-მდე გაიზარდა კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი.

56 ადამიანი დაიღუპა შტატის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ პარადაისში, ორი კი სამხრეთის ქალაქ მალიბუში.

ხანძრით თითქმის მთლიანად განადგურებულ პარადაისში დაკარგულად ითვლება 130-მდე ადამიანი. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობს 460-ზე მეტი მაშველი და სპეციალურად გაწვრთნილი 22 ძაღლი. პარადაისში დაღუპული და დაკარგული ადამიანების უმრავლესობა პენსიონერი იყო.

ქალაქში განადგურებულია 8800-ზე მეტი შენობა ძირითადად, საცხოვრებელი სახლები. მალიბუსა და მის შემოგარენში დამწვარია 400-მდე შენობა.

კალიფორნიის ჩრდილოეთსა და სამხრეთში, ტყის მასივებში ხანძარი 8 ნოემბერს გაჩნდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კალიფორნია სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button