მნიშვნელოვანისაქართველო

იური მეჩითოვმა ბოდიში მოიხადა [ვიდეო]

ფოტოგრაფი იური მეჩითოვი ტელეარხ Al Jazeera-ს მიერ მომზადებულ ფილმში გაკეთებული კომენტარისთვის ბოდიშს იხდის.

მისი თქმით, 9 აპრილი მისი ტკივილია და ეს ტკივილი არ შორდება. „საშინლად გული მტკივა, რომ ამდენი ტკივილი მივაყენე ჩემს თანამემამულეებს ჩემი ასეთი განცხადებებით- ამბობს ფოტოგრაფი.

მეჩითოვი ტელეარხ Al Jazeera-ს მიერ მომზადებულ ფილმში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ 9 აპრილს მოვლენებზე შექმნილია მითი, თითქოს ადამიანები ნიჩბებით დაჩეხეს. მეჩითოვის თქმით, ადამიანები ჩახოცეს, როდესაც გასაქცევი ადგილი არ დაუტოვეს, როდესაც შეიქმნა ჭყლეტა და გაზი გამოიყენეს. “მაშინ ადამიანები დაიხოცნენ უჰაერობთო”, – თქვე მეჩითოვმა.

“9 აპრილს ხალხი ასფიქსიის გამო დაიღუპა, არავინ იყო დაჩეხილი და დაჭრილი”-იური მეჩითოვი

მსგავსი პოსტები

Back to top button