fbpx
Hereti FM

ამომრჩეველმა შემოხაზული ბიულეტენი კომისიის წევრს აჩვენა და შემდეგ მოათავსა კონვერტში

328
Share Button

ლაგოდეხში, სოფელ კაბალში, უზუნთალას 21-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა კაბინიდან უკვე შემოხაზული ბიულეტენი დაუკეცავად გამოიტანა, საარჩევნო კომისიის წევრს სალვან მამედოვს უჩვენა და შემდეგ მოათავსა კონვერტში.

კომისიის წევრმა სალვან მამედოვმა ბიულეტინის ნახვის შემდეგ სპეციალურ ფურცელზე აღნიშნა გააკეთა, ამის შემდეგ კი ამომრჩეველმა ბიუჯელეტნი საარჩევნო ყურთში ჩააგდო.

საუბნო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ „ამომრჩეველი ფსიქიურად არ იყო კარგად და უბრალოდ არ იცოდა რა გაეკეთებინა კაბინიდან გამოსვლის შემდეგ“.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი