Hereti FM

პოლონეთის საელჩომ რადიო “თბილისი” FM93.5 დააჯილდოვა

476
Share Button
მერაბ მერკვილაძე, რადიო თბილისის პროდიუსერი
მერაბ მერკვილაძე, რადიო თბილისის პროდიუსერი

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც დეზინფორმაციის და პროპაგანდის საწინააღმდეგო პუბლიკაციების მომზადებას ითვალისწინებს, კონკურსი ჩატარდა.

კონკურსში სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის კორესპონდენტი გიორგი წეროძე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის კორესპონდენტი მარიამ მენაბდე და რადიო „თბილისის“ პროდიუსერი მერაბ მერკვილაძე დასახელდნენ.

პოლონეთის საელჩოში, ელჩმა, მარიუშ მაშკევიჩმა გამარჯვებულებს საჩუქრად ლეპტოპები გადასცა.

პროექტი განაცორციელა პოლონურმა ფონდმა „დემოკრატიული საზოგადოება – აღმოსავლეთი“, ქართველი, სომეხი და უკრაინელი პარტნიორების მხარდაჭერით. პროექტის სახელწოდებაა „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს საინფორმაციო სივრცეში“.

პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის დახმარების პროგრამის – „დემოკრატიის მხარდაჭერა“ ფარგლებში. ასევე, მას აფინანსებს პოლონეთის სოლიდარობის ფონდი. საქართველოში მათი პარტნიორია კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრი.

 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი