მნიშვნელოვანისაქართველო

“მარგველაშვილი მზად არის მედიატორის როლი შეასრულოს”

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ქვეყნის ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
გიორგი მარგველაშვილი მზად არის მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე ამ დიალოგის მედიატორის ფუნქცია იტვირთოს. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტი ხაზს უსვამს იმას, რომ ამ ვითარებაში პოლიტიკური დიალოგი არის უმნიშვნელოვანესი.

გიორგი აბაშიშვილის ხმა ►

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა შესთავაზა, რაზეც ხელისუფლებამ უარი განაცხადა. „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებების მაგიდას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით სასაუბროდ არ მიუჯდება. მმართველი გუნდიდან თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ იმ ფონზე როდესაც ერთი მხარე აკეთებს რევოლუციურ მოწოდებებს და მეორე მხარე ხელისუფლებას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, დიალოგი შეუძლებელია. მამუკა მდინარაძე კი გაერთიანებული ოპოზიციას ურჩევს შეეგუოს დამარცხებას.

თამარ ჩუგოშვილის და მამაუკა მდინარაძის ხმა ►

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი და ლიდერი, ოპოზიციის ინიციატივაზე, რომელიც კონსულტაციების დაწყებას ეხება, მმართველი გუნდის უარს პასუხობს. გრიგოლ ვაშაძე კიდევ ერთხელ განმარტავს მიზეზებს, რის გამოც აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ახალი წესით დაკომპლექტება. ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ აუცილებელია გაუქმდეს საოლქო კომისიები, რომელიც მისი განცხადებით, გაყალბების მექანიზმია. გარდა ამისა, გადავიდეს ქვეყანა პროპორციულ ან პროპორციულ-რეგიონალურ საარჩევნო სისტემაზე. გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ხელისუფლებას სწორედ ამის ეშინია.

გრიგოლ ვაშაძის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button