Hereti FM

მორატორიუმი მიწების უცხოელებისთვის გასხვისებაზე არაკონსტიტუციურადაა ცნობილი

29
Share Button

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული მორატორიუმი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს გამოაცხადა.

მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სარჩელი საბერძნეთის იმ მოქალაქეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.

პლენუმმა გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოაცხადა, რადგან სასამართლოს ანალოგიური გადაწყვეტილება 2012 და 2014 წლებში მიღებული აქვს.

უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია, რომელიც კვლავ აწესებს მორატორიუმით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. უცხოეთის მოქალაქეებს მიწების დასარეგისტრირებლად ცხრა დღიანი ვადა აქვთ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი