Hereti FM

ბიუჯეტი 2019 – საკომიტეტო განხილვა

42
Share Button

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2019 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს განიხილავენ.

მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით მთავრობის მომავალი წლის პრიორიტეტები ჯანდაცვა, სოციალური მიმართულებები, განათლება და ინფრასტრუქტურა იქნება.

ოპოზიცია ქვეყნის მთავარ საფინანსო პროექტის ვარიანტს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ბიუროკრატიულ ხარჯებზე უარი კვლავ ვერ თქვა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის თქმით კი, საჭიროა დამატებითი კონსულტაციები როგორც ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, ასევე მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან.

მოისმინეთ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, – რომან გოცირიძის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, – ირაკლი კოვზანაძის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, საპარლამენტო მდივან გიორგი კაკაურიძის კომენტარები.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი