Hereti FM

“პელე მართალი არაა”

54
Share Button

ლეგენდარულმა პელემ განაცხადა, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელ მესის მასთან და დიეგო მარადონასთან შედარება იმად არ შეიძლება, რომ ის მხოლოდ მარცხენა ფეხით იტანს გოლებს.

 

პორტალმა შქუაწკა-მ დაადასტურა, რომ პელე მართალი არაა.

მესის ოფიციალურ მატჩებში 600-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი და მათგან 100-ზე მეტი მარჯვენა ფეხით და თავით გაიტანა.
კარიერაში პირველი 5 გოლი მესიმ ცაციათი გაიტანა, მე-6 მარჯვენა ფეხით, მე-8 კი თავით.

გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერის” კარში გატანილი მისი თავური. მაშინ კარში ვან დერ სარი იდგა, ცენტრალური მცველები კი ვიდიჩი და ფერდინანდი იყვნენ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი