მსოფლიოსიახლეები

საფრანგეთში არეულობების დროს 55 ადამიანი დაშავდა

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ გუშინდელი აქციის დროს, 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის სამი თანამშრომელია. ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ საფრანგეთში არეულობების დროს, 737 ადამიანი დააკავეს. ქვეყნის მასშტაბით, წესრიგის დასაცავად, 89 ათასი პოლიციელია მობილიზებული, მათ შორის, 8 ათასი პარიზში.

დღის განმავლობაში, აქციის მონაწილეებმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს და რამდენიმე ადგილზე ხანძარი გააჩინეს. პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

საფრანგეთში საწვავის ფასის მოსალოდნელი მატების გამო, აქციები 17 ნოემბრიდან დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button