მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

სამი ლოკაცია პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის

პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მზადება გრძელდება. საორგანიზაციო კომისია მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს კიდევ ერთ შეხვედრას მართავს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ განიხილავენ ტექნიკურ დეტალებს. მათ შორის მიმდინარეობს მსჯელობა სტუმრების შესახებაც. არსებული ინფორმაციით ინაუგურაცია სამ ლოკაციაზე იქნება. ფიცის დადების ცერემონია გაიმართება თელავში, ერეკლეს სასახლეში. საღამოს კი, მიღება იქნება წინანდალში. კომისია მსჯელობს მესამე ლოკაციაზე, ანუ თბილისის ნაწილზე. ეს არის თავად სალომე ზურაბიშვილის სურვილი. მას სურს, რომ ფიცის დადებამდე მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავი მოინახულოს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

მოისმინეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი უფროსის, ლაშა ჟვანიას, ინაუგურაციის რეჟისორ ბასა ფოცხიშვილის და კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის კომენტარები.

მსგავსი პოსტები

Back to top button