საქართველოსიახლეები

პრეზიდენტის კომენტარი სიძის დაკავებასთან დაკავშირებით

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიძის მინდია გოგოჭურის დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

„მე ყველა ეტაპზე, ყველა საკითხზე რაც მიმდინარეობდა ბოლო პერიოდის განმავლობაში კომენტარი მქონდა გაკეთებული. შეფასება მქონდა გაკეთებული მაგრამ ამას თავი დავანებოთ, მინდა რომ იცოდეს საზოგადოებამ, რომ არანაირი მცდელობა იმისა რომ ვინმეს შანტაჟი მოეხდინა არ ყოფილა, არც არანაირი გარიგება არ არსებობს არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გოგოჭურს გამოძიება იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას ედავება.

მსგავსი პოსტები

Back to top button