საქართველოსიახლეები

პური 10-15 თეთრით გაძვირდა

არჩევნებიდან ზუსტად 11 დღეში მწარმოებლებმა პირველადი მოხმარების მთავარ პროდუქტი, პური, 10-15 თეთრით გააძვირეს.

ახალი ფასები დილიდან ძალაშია. გაძვირებულია ყველა სახეობის პური, როგორც თეთრი, ისე რუხი.

პურის მწარმოებლები ამბობენ, რომ ფქვილი დიდი ხანია გაძვირებულია, თუმცა კომპანიები არჩევნების დასრულებამდე ძველ ფასს ხელოვნურად ინარჩუნებდნენ.

როგორც პურის საცხობებში დასაქმებულები ამბობენ, პურის ფასმა 10-15 თეთრით ღამის 12:00 საათის შემდეგ მოიმატა.

მოსახლეობას კითხვები აქვს. მათი თქმით, პურის შეძენისას მათ უხსნიან, რომ პროდუქტს ფასი გაზის და პურის ფქვილის გაძვირების პარალელურად მოემატა.

მსგავსი პოსტები

Back to top button