მსოფლიოსიახლეები

ეკონომიკური და სოციალური საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვეტილება მიიღო ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური საგანგებო მდგომარეობა შემოიღოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ტელემიმართვაში განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2019 წლის იანვრიდან მინიმალური შრომითი ანაზღაურება თვეში 100 ევროთი გაიზრდება. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ პენსიონერებისთვის, ვინც თვეში 2000 ევროზე ნაკლებს იღებს, გადასახადები გაუქმდება. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დამსაქმებლები არ დაიბეგრებიან იმ პრემიების გაცემის გამო, რომლებსაც ისინი თანამშრომლებს გადაუხდიან წლის ბოლოს.

ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში შეხვდება მსხვილი ბიზნესისა და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა აღნიშნული ცვლილებები განიხილოს.

აღსანიშნავია, რომ მაკრონმა უარი განაცხადა სიმდიდრეზე გადასახადის დაწესებაზე, რასაც საპროტესტო აქციებისას მოითხოვდნენ „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წარმომადგენლები.

„ჩვენ ეკონომიკურ და სოციალურ საგანგებო მდგომარეობას მტკიცე ზომებით ვუპასუხებთ, შევამცირებთ გადასახადებს, გავაკონტროლებთ ხარჯებს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button