კრიმინალისაქართველოსიახლეები

დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირებისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელს, ემზარ ზურაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარის განცხადებით, განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

საქმე ეხება 10 დეკემბერს, წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ დაპირისპირებას, რომლის დროსაც რამდენიმე პირი დაჭრეს, მათ შორის სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალჩინოსანი, ირაკლი ჭითანავა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, ღამით, წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავის არეში საგნის ჩარტყმით დაზიანება მიაყენა 1985 წელს დაბადებულ ჭ.გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ე.ზ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ გიორგი ყანჩაველს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა სამ პირს. მის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button