კრიმინალისაქართველოსიახლეები

ყაჩაღობა ვარკეთილში

ვარკეთილში ყაჩაღობა მოხდა. გვიან ღამით სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე “ვისოლის” ბენზინგასამართი სადგურიდან თავდამსხმელებმა თანხა წაიღეს.

თანხის ოდენობა არ სახელდება. ასევე უცნობია, იყვნენ თუ არა თავდამსხმელები შეიარაღებულები.

ადგილზე გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button