Hereti FM

გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს

118
Share Button

გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის ისმაილ ბადალოვის ოჯახის წევრები გამოძიების დროულად ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. ბადალოვების მტკიცებით, მათი შვილი ერთი თვის წინ, ბოლნისში, სახლში ნაცემი მივიდა, თავი სტკიოდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, ბავშვს სამედიცინო დახმარება სახლში აღმოუჩინეს, თუმცა ის მალევე კომაში ჩავარდა.

გარდაცვლილი მოზარდის მამის იდაიფ ბადალოვის განცხადებით, მათთვის ცნობილია დამნაშავის ვინაობა, პოლიცია კი, იმის გამო, რომ ის არასრულწლოვანია, არ აკავებს.

სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს მოზარდის თანასოფლელები. ბავშვები ცემის ფაქტს უარყოფენ.

არსებული ინფორმაციით, 13 წლის ბიჭს, ეზოში თამაშის დროს ხელი კრეს, ის წაიქცა, თუმცა წამოდგა და თამაში გააგრძელა. მოგვიანებით კი, შეუძლოდ გახდა.

გარდაცვლილი მოზარდის ცხედარს წუხელ გვიან ღამით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა და ის ბოლნისში, სახლში გადაასვენეს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი