Hereti FM

ოჯახური ძალადობის ბრალდებით, 27 წლის მამაკაცი დააკავეს

130
Share Button

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 27 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც კნეწს.გე-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მას მეუღლის ცემას ედავება. უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
“ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 27 წლის მამაკაცი. ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ცხოვრობს. მას ბრალად ედება ცოლის ცემა. გამოძიება გრძელდება”, – აცხადებენ შსს-ში.
არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი