მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიცია თელავში მასშტაბურ აქციას გამართავს

16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიცია თელავში მშვიდობიან აქციას ჩაატარებს – ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია მიიღებს.

ვაშაძის განცხადებით, აქცია დედაქალაქში და ასევე სხვა ქალაქებშიც გაიმართება, თუმცა ყველაზე მასშტაბური თელავში იქნება.

გრიგოლ ვაშაძემ აქვე დააანონსა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ორ დღეში, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ვიდეოებს გამოაქვეყნებენ.

ვაშაძის თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი აქცია, რათა ხელისუფლების წევრებამდე გაბრაზებული ამომრჩევლის ხმა მიიტანონ.

16 დეკემბერს თელავში ახლადარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება.

მოისმინეთ გრიგოლ ვაშაძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button