კულტურამოზაიკამსოფლიოსაქართველოსიახლეებისპორტი

განგაშის დროს, კალათბურთის მატჩზე გულშემატკივრებმა ჰიმნი შეასრულეს

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე სროლის გამო, განგაშის გამოცხადების დროს კალათბურთის მატჩზე დამსწრე გულშემატკივრებმა ერთმანეთის გასამხნევებლად, ასევე გარდაცვლილებისა და დაშავებულთათვის პატივისცემის ნიშნად, ჰიმნი შეასრულეს.

ლიუბლიანისა და სტრასბურგის კალათბურთის გუნდებს შორის მატჩის შემდეგ სტადიონი უსაფრთხოების მიზნით ჩაიკეტა.

სროლა სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე გუშინ საღამოს მოხდა.

პროკურორის მიერ გასაჯაროებული ბოლო მონაცემებით, საშობაო ბაზრობაზე სროლის დროს დაიღუპა ორი და დაშავდა 14 ადამიანი. მოგვიანებით დაშავებულთაგან ერთს კლინიკური სიკვდილი დაუდგინდა. კიდევ რვა დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

თავდამსხმელი ჯერ კიდევ დაკავებული არ არის. ის შემთხვევის ადგილიდან ტაქსით მიიმალა.

მოისმინეთ სტადიონზე შესრულებული ჰიმნი.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button