საქართველოსიახლეები

დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების კუთხით გუშინ შექმნილ პრობლემას გამოეხმურა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ახალი რეგლამენტის მიხედვით, თუ დეპუტატი არ დაესწრება სხდომების ნახევრაზე მეტს, მას შეუწყდება უფლებამოსილება.

„მნიშვნელოვანია, რომ მიღებულია ახალი რეგლამენტი, რომელიც შეეხება, როგორც ეთიკის საკითხებს, ასევე გაცდენების პრობლემებს. გაცდენებს რაც შეეხება, ამოქმედდება კონკრეტული სანქციები დეპუტატების მიმართ, რომლებიც არ ესწრებიან სხდომას და არ მონაწილეობენ რეგისტრაციაში. აქედან გამომდინარე, ეს ცვლილება უზრუნველყოფს პრობლემის მოგვარებას. გარდა ამისა, ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება უფლებამოსილება. როგორც მოგეხსენებათ, გასული სესიების განმავლობაში არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც არ დაესწრო სხდომების ნახევრაზე მეტს, აქედან გამომდინარე, მომავალში ეს გახდება უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, თუ მომავალში განმეორდება ასეთი რამ. გარდა ამისა, რეგისტრაციასთან დაკავშირებით ამოქმედდება კონკრეტული სანქციები და ამით დაიძლევა პრობლემა, რომელიც არის დაკავშირებული გაცდენებთან. ეს არის ერთი საკითხი.

ასევე, „ეთიკის კოდექსი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვხედვათ, რომ ხშირად ირღვევა ნომრები, ხორციელდება პროვოკაციები. ნიკა მელია არის ამის საუკეთესო ილუსტრაცია, რომელმაც უკვე აღარ ვიცი, მერამდენედ საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო სივრცეში მოაწყო პროვოკაცია, რასაც მოჰყვა ის სურათი, რომელიც არცერთ ჩვენგანს არ მოგვწონს. ეს არის მათი ხელწერა და მას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი პოლიტიკური პასუხი. სამართლებრივი პასუხი და სამართლებრივ პასუხს გვაძლევს რეგლამენტი იმ „ეთიკის კოდექსით“, რომელიც ამოქმედდება 16 დეკემბრიდან,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button