მნიშვნელოვანიმოზაიკა

Soft Eject ქართულ მუსიკალურ სივრცეში დაბრუნდა

ქართულმა ფოლკ-როკ ბენდმა Soft Eject, ახალი სიმღერა -„Swinging Song” გამოუშვა, რომლის პრემიერაც, რადიო ,,თბილისის”, FM 93.5-ის ეთერში შედგა. სიმღერა ჯგუფის ახალ ალბომში შევა, რომელზე მუშაობაც ახლა მიმდინარეობს. ჯგუფის წევრებს, ჯერ არ შეურჩევიათ ალბომის დასახელება, რომლის გამოშვებაც 2019 წელს იგეგმება.

მოისმინეთ სიმღერა – „Swinging Song”

 

Soft Eject 1990 წელს ჩამოყალიბდა, უნიკალური მუსიკალური სტილისა და
ინგლისურენოვანი სიმღერების დამსახურებით, მალევე მოიპოვა პოპულარობა საქართველოში, 90-იანი წლების დრამატული მოვლენების შემდეგ კი, ჯგუფის წევრები გერმანიაში წავიდნენ და თავდაპირველად ქუჩაში უკრავდნენ, შემდეგ, ბარებსა და კლუბებში გამოსვლა დაიწყეს, რასაც საკონცერტო დარბაზებში კონცერტები მოჰყვა.

2002 წელს, ახალი შემადგენლობითა და სიმღერებითა ბენდი
მანჩესტერში ფესტივალზე In The City წარსდგა, რასაც მოჰყვა 2002-2003 წლებში მათი
საკონცერტო ტურნეები დიდ ბრიტანეთში. 2004 წელს კი ბენდმა მოღვაწეობა შეწყვიდა, ამ დროს, მათ ორი ალბომი ჰქონდათ გამოშვებული.

14 წლიანი პაუზის შემდეგ, ჯგუფი ბენდი მსმენელის წინაშე ამიერკავკასიის ყველაზე
მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air-ზე გამოვიდა. ახლა კი ჯგუფი მესამე ალბომზე მუშაობს და კონცერტისთვის ემზადება რომელიც 28 დეკემბერს, 20:30 წუთზე Tbilisi Event Hall-
ში გაიმართება.

დღემდე, ჯგუფის ყველაზე ცნობილი სიმღერაა Please Just Carry On.

https://www.youtube.com/watch?v=N1aZA0z0xsM

მსგავსი პოსტები

Back to top button