Hereti FM

დაპირისპირება ვიტ ჯორჯია-სამტრედიის მატჩზე

84
Share Button

15 დეკემბერს საფეხბურთო კლუბებს, “ვიტ ჯორჯიასა” და “სამტრედიას” შორის მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოედანზე გულშემატკივრების შეჭრა მოჰყვა.

ეროვნული ლიგის ფლეიოფის მატჩის პირველი გოლი “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელმა ზურაბ ღირდალაძემ გაიტანა მე-5 წუთზე (13:05).

გოლის გასვლას გუნდებს შორის მოკლე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა მატჩი მალევე განახლდა.

თამაშის 06:27 წუთზე ჯერ “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელმა ბურთისთვის ბრძოლაში წააქცია მეტოქე, სამიოდე წამში კი, “სამტრედიის” კაპიტანმა შოთა კერძევაძემ “ვიტ ჯორჯიას” 22 ნომერს, ნიკოლოზ მაისურაძეს მხარში ფეხი ჩაარტყა.

მსაჯმა კერძევაძეს წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

თუმცა ინციდენტი ამით არ დასრულებულა — მოედანზე გულშემატკივრები შეიჭრნენ და მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა.

მატჩი საბოლოოდ “ვიტ ჯორჯიას” გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 4-0.

გუნდების წინა შეხვედრა 2-2 დასრულდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი