რეგიონისაქართველოსიახლეები

თელავში სამართალდამცველთა უპრეცედენტო მობილიზაციაა

თელავში სამართალდამცველთა უპრეცედენტო მობილიზაციაა. ქალაქის ქუჩებში უკვე გამოჩნდა მძიმე ტექნიკა, განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ხელკეტებითა და ფარებით არიან შეირაღებულები.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე ამბობს, რომ კახეთის მიმართულებით ავტომობილების მოძრაობა დროებით შეზღუდული იქნება.

ინაუგურაციის ცერემონიამდე რამდენიმე საათი რჩება. ოპოზიცია მასშტაბური აქციის გამართვას ერეკლე მეორეს სასახლესთან ახლოს რუსთაველის გამზირზე აპირებს. თუმცა, რამდენად მოახერხებენ ისინი სამართალდამცველების მიერ გადაკეტილ ქალაქში შესვლას, ამ დრომდე უცნობია.

თელავის მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას ერეკლე მეორეს ძეგლთან აქციის გამართვის ნებართვა არ მისცა და ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა. თუმცა, ოპოზიცია გეგმავს, რომ თელავის ცენტრში გამართოს აქცია, სადაც საპრეზიდენტო არჩვენების გაყალბებას გააპროტესტებენ.

მოისმინეთ თეიმურაზ კუპატაძის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button